04/08/2010

მედია ანონსი
4 აგვისტო,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ანა ტოკლიკიშვილი
+995 32 25 05 92
+995 32 29 10 52
+995 95 221 999
Anuka@osgf.ge
www.osgf.ge
"საერთაშორისო ამნისტიის" ანგარიში იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვისაკენ მოგვიწოდებს
[Publicity.ge] თბილისი, 4 აგვისტო, 2010 - "საერთაშორისო ამნისტიის" (Amnesty International) ანგარიში მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაიცვას გასული ოცი წლის განმავლობაში კონფლიქტების შედეგად 250 000-მდე იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები.
ორგანიზაცია 5 აგვისტოს, ხუთშაბათს, 12 საათზე თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგენს საკუთარ ანგარიშს "მოსაცდელ ოთახში: იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოში", რომელიც ეხება იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უმნიშვნელოვანეს და გადაუდებელ საკითხებს - დასახლებას, დასაქმებასა და ჯანდაცვის სისტემის ხელმისაწვდომობას.
პრესკონფერენციის დაწყებამდე, "Amnesty International"-ის წარმომადგენლები შეხვდებიან საქართველოს მთავრობის წევრებს და წარუდგენენ მათ ორგანიზაციის რეკომენდაციებს.
როდის: 12:00 საათზე,, 5 აგვისტო, 2010, ხუთშაბათი
სად: ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", ჭოველიძის ქუჩა 10, 0108, თბილისი, საქართველო
ვინ: ნიკოლა დაკვორთი, "Amnesty International", ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორი; ნატალია ნოზაძე, "Amnesty International"-ის ექსპერტი საქართველოში.
###
დამატებითი ინფორმაციის და ანგარიშის წინასწარი ვერსიის მისაღებად, ან ინტერვიუების შესათანხმებლად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ლიდია აროიო, პრეს-ოფიცერი, ელექტრონული მისამართი: laroyo@amnesty.org; მობილური: +995 57 48 90 53